top of page

ახალი ამბები ორგანიზაციის შესახებ

 

აქ, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ა(ა)იპ "აბროგაცია"–ზე ყველა სიახლე. განხორციელებული პროექტები, ტრეინინგები, კონფერენციები და ა.შ.

ბედნიერი სახეები

 

განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელშიც ჩართულები იყვნენ ბათუმის სკოლების მოსწავლეები და შეზღუდული შესაძლებ–ლობების მქონე ბავშვები. 

მოეწყო პატარა კონკურსი: საახალწლო ნაძვის ხეების აწყობა და მორთვა. ამ დღეს თითოეული ბავშვი იყო გამარჯვებული და გახარებული.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ა(ა)იპ "აბროგაცია"–ს წევრები: ევგენი ცეცხლაძე და ნანა კოსტავა (ა(ა)იპ "ინკლუზიური და ინტეგრირებული განათლება –თანადგომა" მოწვევით).

 

27 დეკემბერი, 2013 წელი

უკეთესი მომავლისათვის: მისია საუკეთესო იურისტები

 

პროექტი სპეციალურად იურისტებისათვის ძალაში შევიდა და დაიწყო რეგისტრაცია. ამ პროექტით შანსი ეძლევა ყველა კურსის სამართალმცოდნეობის სტუდენტს გამოავლინოს საკუთარი თავი, ირწმუნოს თავისი ძალებისა და მიიღოს წვლილი უკეთესი მომავლის შენებაში.

დარეგისტრირდით, არ წააგებთ! ....

 

12 დეკემბერი, 2013 წელი

განსხვავებული, მაგრამ მსგავსი!

 

დღეს, 3 დეკემბერს გაეროს მიერ გამოცხადებულია შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე. ჩვენ ვიმყოფებოდით მე–6 საჯარო სკოლაში. იქ განცდილი გრძნობები, ემოციები დარწმუნებული ვარ დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრებათ ორგანიზაციის იმ წევრებს ვინც ესწრებოდა ჩვენს შეხვედრას. 
ვნახეთ ამ ბავშვების მიერ შექმნილი შედევრები. მართლაც, რომ შედევრები იყო. ხატავენ, მუშაობენ თიხაზე, მღერიან და ცეკვავენ კიდეც. შესანიშნავი ლექსები გვითხრეს, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს სირთულიდან გამომდინარე გაუჭირდებოდა.

 

საზოგადოების ცნობიერება უნდა ამაღლდეს! ...
 

 

3 დეკემბერი, 2013 წელი

გაერო შშმ პირებზე

 

3 დეკემბერი, შშმ პირთა საერთაშორისო დღე. გაეროს მიერ დაფუძვნებული და მიღებული საუკეთესო გადაწყვეტილება.

მე ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფებოდი გაეროს შტაბ–ბინაში და ვუსმენდი სემინარებს სხვადასხვა თემაზე და მათ შორის გაჟღერდა საკითხი შშმ პირებზე....

 

4 დეკემბერი, 2013 წელი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ "აბროგაციასა" და "საქალაქო სასამართლოს შორის". განხორციელდება ერთობლივი პროექტები, სამეცნიერო კონფერენციები მოსამართლეებისა და სტუდენტების მონაწილეობით და ა.შ.

 

6 დეკემბერი, 2013 წელი

bottom of page