აბროგაცია
ცვლილებების დროა!
საქმიანობა
აქ, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია ა(ა)იპ "აბროგაცია"–ს საქმიანობის სფეროზე.
მოკლე ისტორია
მიზნები
ამოცანები
ა(ა)იპ "აბროგაცია" დაფუძვნდა 2013 წლის 20 თებერვალს სამართალმცოდნეობის სტუ–დენტების: დავით ანანიძის, თამარ გაბელიასა და შორენა ბირკაიას მიერ.
ორგანიზაციის შექმნის იდეა უკავშირდება საზოგადოების გამოფხიზლებას და მათ აქტიურ ჩართვას უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში.
ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობის სფერო შემოიფარგლება "ადამიანის უფლებე–ბით", კერძოდ კი – "განათლების უფლება" და "ბავშვთა უფლებები".
-
სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალი–ბების ხელშეწყობა;
-
ადამიანის (განსაკუთრებით ბავშვის) უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა;
-
ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა;
-
საზოგადოებაში სამართლებრივი სფე–როს ამაღლება.
მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია:
-
იღებს მონაწილეობას გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში. ასევე გამოდის პროგრამებისა და საგრანტო კონკურსე–ბის ინიციატორის როლში;
-
აწყობს კონფერენციებს, სემინარებს, დებატებს;
-
თანამშრომლობს სამთავრობო და არა–სამთავრობო ინსტიტუტებთან;
-
ეწევა კვლევით საქმიანობას.